აშშ-ში ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

შეერთებულ შტატებში, ქალაქ ფინიქსთან სამედიცინო ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. „ფოქს ნიუსის“ ინფორმაციით, დაღუპულები ეკიპაჟის წევრები არიან. ერთი ადამიანი გადარჩა.
როგორც ადგილობრივი ხელისუფლება იტყობინება, კატასტროფის მომენტში ვერტმფრენში პაციენტები არ იმყოფებოდნენ. აშშ-ის ავიაციის ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, კატასტროფის მიზეზები უცნობია, ვერტმფრენი ფინიქსიდან 55 კილომეტრში ჩამოვარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები