პოროშენკო – ავაკოვსა და სააკაშვილს შორის მომხდარი ინციდენტი სამარცხვინოა

უკრაინის პრეზიდენტი რეფორმების ნაციონალურ საბჭოზე შინაგან საქმეთა მინისტრ არსენ ავაკოვსა და ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს შორის მომხდარ ინციდენტს „სამარცხვინოს“ უწოდებს.
შეგახსენებთ, რომ ინციდენტი რამდენიმე დღის წინ მოხდა, რა დროსაც სააკაშვილმა ავაკოვს კორუმპირებული უწოდა, ხოლო შს მინისტრმა ოდესის გუბერნატორს სახეში წყალი შეასხა.
„ამ საკითხზე დისკუსია ხშირად ძალზე მწვავეა. არის აზრთა სხვადასხვაობა. ხდება პოზიციების შეჯერება, რაც რეფორმების განხორციელებას ხელს უწყობს. ამასთანავე, ამ საბჭოში ჩხუბი და უწმაწური სიტყვები ყოვლად დაუშვებელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის ადამიანის ეროვნებას ეხება, პიროვნების პატრიოტიზმს ეჭვქვეშ აყენებს და ისმის შეძახილები: „წაეთრიე უკრაინიდან“.
პოროშენკოს თქმით, რეფორმატორების გუნდი უკრაინაში სწორედ მან მიიწვია. ამასთანავე, კორუფციასთან ბრძოლა შიუბიზნესის დარგი არ არის და მას არ სურს, რომ დეპუტატები და სახელმწიფო მოხელეები ამ სპექტაკლებში მონაწილეობდნენ. „ანტიკორუფციული შოუებიდან ანტიკორუფციულ საქმეებზე უნდა გავიდეთ“, – აცხადებს პოროშენკო.
მისი თქმით, ამ საკითხში ლამაზი საუბარი კი არ არის საჭირო, არამედ – მტკიცებულებების წარდგენა ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები