“პრეზიდენტი ადასტურებს, რომ ალეკო ელისაშვილმა მას მესიჯები წააკითხა”

პრეზიდენტს ეს მესიჯები ნანახი აქვს, თუმცა მათი შინაარსის შესახებ ჩემთვის ცნობილი არ არის, – ამის შესახებ საქართელოს პრეზიდენტის მრჩევლმა კახა კოჟორიძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2″–ის ეთერში, გადაცემა “არჩევანში” განაცხადა.
როგორც კოჟორიძემ აღნიშნა, იმ პერიოდში, როდესაც ელისაშვილს მუქარის შემცველ შეტყობინებებთან დაკავშირებით პრეზიდენტთან და ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლებთან  შეხვედრა ჰქონდა, ის იქ არ მუშაობდა, თუმცა მისივე თქმით, საკითხის გასაჯაროვების შემდეგ ის დაინტერესდა, შედგა თუ არა ნამდვილად აღნიშნული შეხვედრა.
“იმ პერიოდში რა პერიოდზეც ალეკო საუბრობს, არ ვმუშაობდი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და შესაბამისად, არ ვესწრებოდი ამ შეხვედრას, თუმცა მას შემდეგ, რაც ელისაშვილმა ეს განცხადებები გააკეთა, მე დავინტერესდი და ვკითხე პრეზიდენტს, შედგა თუ არა ნამდვილად ასეთი შეხვედრა და საქართველოს პრეზიდენტმა მითხრა, რომ ასეთი შეხვედრა მართლაც იყო. ალეკო ელისაშვილი მართალს ამბობს ამ კუთხით, ისევე როგორც იმას, რომ ნამდვილად წააკითხა მესიჯები. პრეზიდენტს ეს მესიჯები ნანახი აქვს. თუმცა, მათი შინაარსის შესახებ ჩემთვის ინფორმაცია ცნობილი არაა. მართალია ალეკო იმ შემთხვევაშიც, როცა ამბობს, რომ ის ესაუბრა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსსაც. მე ვიცი არა მხოლოდ ალეკო ელისაშვილისგან, არამედ პრეზიდენტისგან“, – განაცხადა კოჟორიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები