ნუგზარ ბოჭორიშვილი: ჩემს საბანკეტო დარბაზს „რესპუბლიკელებს“ უფასოდ ვუთმობდი

 ე.წ. კოკაინის საქმეზე დაუსწრებლად ბრალდებულ ნუგზარ ბოჭორიშვილის განცხადებით, ის “რესპუბლიკურ პარტიას” არ აფინანსებდა. როგორც ბოჭორიშვილმა ტელეკომპანია “იბერიის” ეთერში აღნიშნა, იგი კუთვნილ საბანკეტო დარბაზს პარტია „რესპუბლიკელებს“ უსასყიდლოდ უთმობდა, სადაც სემინარები იმართებოდა. “დაფინანსებით, ჩანთებით და ჩემოდნებით არ მივდიოდი “რესპუბლიკურ პარტიაში”, მაგრამ შეძლებისდაგვარად მე ვაკე-საბურთალოზე საბანკეტო დარბაზი მქონდა და როცა სემინარებს ატარებდნენ, მათ უფასოდ ვუთმობდი ამ დარბაზს. იქ ტარდებოდა სემინარები, როგორ არ უნდა გაყალბებულიყო არჩევნები. როცა დამაკავეს, როცა საქმეები წამოვიდა და საქმე აღიძრა, ზუსტად მაგ თემაზე მითხრეს, რომ შენ არ იცი ვის უნდა გადაუხადოო, ვის უნდა დაეხმაროო, ახლა გადაიხდი ამდენს და მოგეცემა საშუალება იარო საქართველოში, იცხოვრო შენს შვილებთან და იყო თავისუფალიო. ესეც ერთ-ერთი მიზეზი იყო და არა ერთადერთი. პირველი სამმართველოს უფროსი ან მისი მოადგილე მირეკავდა”, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები