ნუგზარ ბოჭორიშვილი: არავისთვის არავითარი თანხა არ გადამიხდია

 ე.წ. კოკაინის საქმეზე დაუსწრებლად ბრალდებულ ნუგზარ ბოჭორიშვილის განცხადებით, მას ანასტასია ზაუტაშვილის შეწყალების ან ამნისტირებულთა სიაში ჩასასმელად არავისთვის არანაირი თანხა არ გადაუხდია. როგორც ბოჭორიშვილმა ტელეკომპანია “იბერიას” ეთერში განაცხადა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ მან ბრალდებულ ანასტასია ზაუტაშვილის შესაწყალებლად დეპუტატებს – ეკა ბესელიას ან მანანა კობახიძეს 200 000 ლარი გადაუხადა, ჭორია.

“ძნელია იპოვო შავი კატა ბნელ ოთახში, მით უმეტეს, თუ კატა იქ არ არის. ეს არის სისულელე, თითიდან გამოწოვილი ინფორმაციაა. არავისთვის არავითარი თანხა არ გადამიხდია. ეს არის აგორებული ჭორები”, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

“კვირის პალიტრის” ინფორმაციით, ბრალდებები, რომლებზეც შეწყალების სახელმწიფო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი საუბრობს, დეპუტატებს, ეკა ბესელიას და მანანა კობახიძეს ეხებათ. არსებული ინფორმაციით, სწორედ აღნიშნულ დეპუტატებს, ე.წ. კოკაინის საქმეში ბრალდებულების შეწყალების სიაში მოხვედრის სანაცვლოდ 200 000 ლარი შესთავაზეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები