პარიზის ტერაქტებში მონაწილეობისთვის კიდევ ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს
საფრანგეთის პოლიციამ პარიზში 13 ნოებრის ტერაქტებში მონაწილეობისთვის კიდევ ერთი ეჭვმიტანილი დააკავა.
„ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, ეს 29 წლის მამაკაცია, რომლის სახელი ამ ეტაპზე არ საჯაროვდება. ტერაქტების შემდეგ პოლიციის მიერ 2 700 ოპერაცია ჩატარდა, 360 ადამიანს გაუსვლელობის ხელწერილი ან შინაპატიმრობა შეეფარდა.
სააგენტო „ფრანს-პრესის“ ინფორმაციით, კიდევ ორი ადამიანი საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში დააკავეს. ისინი ტერორისტებისთვის იარაღის მიწოდებაში არიან ეჭვმიტანილები. პარიზში ტერაქტების სერია 13 ნოემბერს გვიან ღამით მოხდა. თავდასხმების შედეგად 130 ადამიანი დაიღუპა და 300-ზე მეტი დაიჭრა.