მონსერატ კაბალიეს ექვსთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს
ესპანელ საოპერო მომღერალს მონსერატ კაბალიეს ექვსთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ესპანური გამოცემა ABC-ის ინფორმაციით, 82 წლის მოღერალი, რომელიც საბუთების მიხედვით ანდორაში ცხოვრობს, ესპანეთის საგადასახადო ორგანოებს ჰონორარების გადასახადებს უმალავდა.
ბარსელონის სასამართლოს 15 დეკემბრის სხდომაზე 82 წლის მომღერალს ასევე 225 ათასი ევროს ჯარიმის გადახდა დააკისრეს. თავად მომღერალი, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, სასამართლოს სხდომას არ ესწრებოდა.
სახლიდან ვიდეოკონფერენციის მეშვეობით მან განცხადება გააკეთა, რომელშიც საკუთარი დანაშაული აღიარა. კაბალიეს წინააღმდეგ გამოძიება 2014 წელს დაიწყო. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ კაბალიე კონცერტების კონტრაქტებს ანდორის კომპანიებით აფორმებდა, თუმცა რეალურად ბარსელონაში ცხოვრობდა. 2014 წლის დეკემბერში მან პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რათა დაპატიმრება თავიდან აეცილებინა. მონსერატ კაბალიე მსოფლიოში ცნობილი სოპრანოა, რომელიც ბელკანტოს ტექნიკის მეშვეობით გახდა პოპულარული. იგი 80-ზე მეტ ოპერაში მონაწილეობდა.