რუსეთში დოლარის კურსმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

რუსეთის ეროვნულმა ბანკმა დოლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა, რომელმაც 70,83 რუბლი შეადგინა. ეს ისტორიული მაქსიმუმია. დოლარის კურსი 60,51 კაპიკით გაიზარდა. რუსული რუბლი დოლართან მიმართებაში ასე არ დაცემულა. წინა რეკორდი 2015 წლის 25 აგვისტოს დაფიქსირდა, როდესაც დოლარის ფასმა 70,74 რუბლი შეადგინა.
ევროსთან მიმართებაში რუბლი კიდევ უფრო გაიაფდა – ევრო 1,26 რუბლით გაძვირდა და 78 რუბლზე მაღლა ავიდა, თუმცა ისტორიულ მაქსიმუმს არ გადასცდა. მან 2015 წელის 3 თებერვალს 78,79 რუბლი შეადგინა. სპეციალისტები რუბლის გაიაფებას ნავთობის ფასების კლებას და დასავლეთის სანქციებს უკავშირებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები