მდინარე ხრამზე ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა

სოფელ იმირში მდინარე ხრამზე ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა.
როგორც “კვირას” ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში ხიდზე არსებული და განაპირა ბურჯები ხიმინჯებით გამაგრდა, განახლდა ხიდის სავალი ნაწილი, ტროტუარები და მოაჯირები; გზა მოინიშნა და შემოიფარგლა. პროექტი, რომლის ღირებულება 1 მილიონ 900 ათასი ლარია, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. სამუშაოებზე 60 ადამიანი იყო დასაქმებული. ხიდის რეაბილიტაცია შპს GEORGIAN BRIDGE CONSTRUCTION-მა განახორციელა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ყოველკვირეული ფოტორეპორტაჟის რუბრიკაში მდინარე ხრამზე რეაბილიტირებული სახიდე გადასასვლელის ამსახველ ფოტომასალას ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები