15 დეკემბერი

10:00
სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აფხაზეთის მთავრობას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. თემა: აფხაზეთიდან დევნილი ვეტერანების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, მათთვის სხვადასხვა პროექტების აქტიური განხორციელება. მის: გორგასლის 89; ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ოფისი. საკონტაქტო ტელ: 568 00 14 14 ჟანა ასანიძე, 595530021 თეიკო ბოგვერაძე.
10:00
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ვახტანგ ყოლბაიას და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს უფროსის ირაკლი შიხიაშვილის მიერ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. მის: ალექსანდრე ყაზბეგის 42
10:00
„სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების პირველი საერთაშორისო ფორუმი“ გაიმართება. „სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმს“ გახსნის საქართველოს პრემიერ- მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომლის ინიციატივითაც შეიქმნა “საქართველოს სოლიდარობის ფონდი”. მის: სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი”.
10:00
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების თბილისის პირველ საერთაშორისო ფორუმში “TISIFF 2015” მიიღებს მონაწილეობას. მის: თბილისი, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტი”
10:15
“პირველ პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნოდარ ებანოიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: მთის კანონი, შეღავათები და პენსიის ზრდა. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა, მეორე სართ. საკონტაქტო: ნინო რაზმაძე: 595 03 77 22
E1
10:45
“პირველ პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: კანონი მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ, სოციალური დახმარებები და პენსიის ზრდა. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართ. საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
10:45
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით,სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” გაიმართება ასოციაციის რეგიონალური ტურნეს შემაჯამებელი,გაფართოებული შეხვედრა. შეხვედრას დაესწრებიან საქართველოს სოფლის მეურნეობის,ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების,ფინანსთა,გარემოს დაცვის,რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტუქტურის მინისტრები,ასევე პრემიერ მინისტრთან არსებული ეკონომიკური საბჭოს მდივანი/ბიზნეს ომბუდსმენი,სახელმწიფო სააგენტოებისა და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები. საკონტაქტო: ირინე სეფერთელაძე 591 01 51 90
11:00
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. მის: თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი
11:00
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება. მის: თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
11:30
ემზარ ჯგერენაია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ინფლაცია და რა ელოდება საქართველოს მოსახლეობას მომავალი წლისთვის. მისამართი: ფოთის ქუჩა #15. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.

11:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: ვიზა-ლიბერალიზაცია, ალეკო ელისაშვილის განცხადება-გამოხმაურებები, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.
12:00
საბურთალოს რაიონის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში გამგეობის წლიური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრება. მის: მიცკევიჩის ქ.N29, საკონტაქტო პირი: ლილე ხმალაძე 599 27 06 46
12:00
“პირველ პრესკლუბში” “სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ თავმჯდომარე ლაშა გიორგაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა : “CCI” აღმასრულებელი ხელისუფლების მონიტორინგის პროექტის ფარგლებში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მონიტორინგის შუალედური ანგარიში. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართ. საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:00
თბილისის საკრებულოს წარმომადგენელი, „გაერთიანებული დემოკრატების“ წევრი თამარ ცინცაბაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემები: თბილისის 2016 წლის ბიუჯეტი, რა შენიშვნები გაითვალისწინა თბილისის მთავრობამ და რა არა; რა პროექტებს განახარცოელებს და რას ვერა თბილისის მთავრობა მომავალ წელს. მისამართი: ფოთის ქუჩა #15. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
12:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის“ თავმდჯომარე ნანა კაკაბაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: ალეკო ელისაშვილის განცხადება-გამოხმაურებები, პატიმრების შეწყალება, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.
E1
12:00
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება. მის: თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი
13:00
თბილისის მერი დავით ნარმანია სოციალური საწარმოების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენას გახსნის. მის.: საგამოფენო ცენტრი “ექსპო ჯორჯია”, მე-3 პავილიონი. ა. წერეთლის გამზირი №118, საკონტაქტო პირი: ნათია ლეშკაშელი -595 52 11 52
13:00
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე და IBSU-ს რექტორი ილიას ჩილოღლუ მოაწერენ.
13:00
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება. მის: თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N518
14:00
აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ორგანიზებით, გაიმართება კვლევის შედეგების პრეზენტაცია და დისკუსია თემაზე – მოსახლეობის დამოკიდებულება ევროინტეგრაციის პროცესისადმი და სახელმწიფო კომუნიკაციის სტრატეგია. მის: სასტუმრო თბილისი მარიოტი, რუსთაველის გამზ. 13

14:00
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე და კომიტეტის წევრები უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან შეხვედრას გამართავენ. მის: თბილისი, პარლამენტის კინოდარბაზი
15:00
“ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია” და “მოძრაობა ხალხის ხმა” აქციას გამართავს მთავარ პროკურატურასთან მოთხოვნით: დაისაჯონ ვინც შეწყალების კომისიის საქმიანობაში ერევოდა, ან ერევა. ტელ: 598 54 94 84
15:00
ზუგდიდის მე-2 საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის პირველი ტურის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება. სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა ორგანიზაცია „მოქალაქის“ პროექტია. პროექტს ახორციელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. მისამართი: ქ.ზუგდიდი, გამსახურდიას № 9.
15:00
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება. მის: თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N221
15:00
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება. მის: თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი
E1
16:00
NEW
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი საზოგადოებრივი რადიოს „რადიო 1“-ის ღია ეთერში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მხრიდან სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვის ფაქტთან დაკავშირებით, მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს.
17:00
NEW
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ანალიტიკური თემების კონკურსში: „სტუდენტები საჯარო პოლიტიკაში“ მეორე ეტაპზე გადასულ კონკურსანტებს შეხვდება. მისამართი: ქ. თბილისი, ისაკაძის ქუჩა #7. საკონტაქტო პირი: ცაბო გუგუნაშვილი, 599 010344
20:00
თბილისის საკონცერტო დარბაზში მომღერალ ირაკლი ჩარკვიანისადმი მიძღვნილი კონცერტი „ისტორიას დარჩება!“ გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები