ე.წ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულების ოჯახის წევრებს ადვოკატის წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადება შეაქვთ

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულების ოჯახის წევრებს ადვოკატ ირმა ჭკადუას წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადება შეაქვთ. როგორც თბილისის პროკურატურასთან გიორგი ცააძის დამ – ირინა ცააძემ განაცხადა, საქმე ეხება ირმა ჭკადუას სატელევიზიო განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ კორტების საქმეზე მსჯავრდებულების მკვლელობა იგეგმებოდა. “ჭკადუამ თქვა, რომ იური ვაზაგაშვილი იმ შემთხვევაში მოიკლავდა თავს, თუ მოკლავდა მისი შვილის მკვლელებს და მისი შვილის მკვლელებში კი მოიხსენიებოდა, სავარაუდოდ, ჩემი ძმა და მისი მეგობრები. ჩვენ გვაინტერესებს, თუ ჭკადუამ ეს ყველაფერი იცოდა, რატომ არ მოვიდა და რატომ არ შეატყობინა პროკურატურას. აქეთ გვაბრალებენ მკვლელობას და თურმე ჩვენს მოკვლას გეგმავდნენ. ამაზე გვაინტერესებს ყველაფრის გაგება”, – განაცხადა ირინა ცააძემ. ცააძე პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები