ალეკო ელისაშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება

საქართველოს მთავარ პროკურატურაში თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, შეწყალების სახელმწიფო კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი ალეკო ელისაშვილი დაკითხვაზე იმყოფება. ელისაშვილის თქმით, გამოძიებას სატელეფონო შეტყობინებები მტკიცებულების სახით უნდა გადასცეს. საუბარია შეწყალების კომისიაში მუშაობის დროს მის მიერ მიღებულ შეტყობინებებზე.
„გამოძიება ჯერჯერობით ნორმალურად მიდის, დღეს მოვიტანე ტელეფონი, სადაც ისტერიულ მესიჯებს მწერდნენ ხოლმე, დამაზუსტებელი კითხვები გვინდაო და ამისთვის მოვედი“, – განაცხადა ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, წელიწად-ნახევრის წინ, რამდენიმე პოლიტიკოსი შეწყალების კომისიისგან კონკრეტული პატიმრების შეწყალებას ითხოვდა, რაშიც მათ სოლიდური თანხა ჰქონდათ აღებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები