“ქართული ლექსი. xx საუკუნე” – პოეზიის ანთოლოგიის პრეზენტაცია გაიმართება

15 დეკემბერს,18:30 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში გამომცემლობა “დიოგენე” პოეზიის ანთოლოგიის – “ქართული ლექსი. xx საუკუნე” პრეზენტაციას გამართავს. გამომცემლობა „დიოგენეს“ ახალი პროექტის მიზანია გასული საუკუნის ქართული პოეზიის მეტ-ნაკლებად სრული ანთოლოგიის გამოცემა. კრებული „ქართული ლექსი. XX საუკუნე“ 90-ზე მეტ ავტორს აერთიანებს.
ანთოლოგიის შემდგენელია პოეტი და მთარგმნელი ზვიად რატიანი. წიგნის გარეკანის გამოსახულება ეკუთვნის მხატვარ კოტე სულაბერიძეს. წიგნი გამოიცა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანადაფინანსებით. პროექტის მხარდამჭერია „კახური ტრადიციული მეღვინეობა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები