ავსტრალიაში „ნუროფენის“ ზოგიერთი სახეობა აკრძალეს

ავსტრალიის ფედერალურმა სასამართლომ ფარმაცევტულ კომპანია Reckitt Benckiser-ს ცნობილი გამაყუჩებლის „ნუროფენის“ ზოგიერთი სახეობის სავაჭრო ქსელიდან ამოღება დაავალა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. სასამართლომ დაადგინა, რომ კომპანიას ავსტრალიის მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს. რეკლამის მიხედვით, „ნუროფენის“ ზოგიერთ სახეობას ტკივილის სპეციფიკური სახე უნდა მოერჩინა – მაგალითად, ტკივილი ზურგში ან შაკიკი. სინამდვილეში კი ყველა ტაბლეტი გამაყუჩებელი ნივთიერების იბუპროფენის სტანდარტულ რაოდენობას შეიცავს. ეს პრეპარატები, „ნუროფენის“ სხვა ტკივილგამაყუჩებელთან შედარებით, ორჯერ ძვირი ღირდა. კომპანიას სამი თვე მიეცა იმისთვის, რომ „ნუროფენის“ ეს სახეობები სავაჭრო ქსელიდან ამოიღოს. სასამართლო ასევე გადაწყვეტს, დააჯარიმებენ თუ არა კომპანიას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები