ბელგიაში, საცხოვრებელ სახლში, აფეთქება მოხდა – ვიდეო

ბელგიაში, გერმანიის საზღვართან, ქალაქ ვერვიეში აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, სახლს ფასადი ჩამოენგრა. აფეთქების ტალღა გვერდით მდგომ სახლსაც შეეხო, საიდანაც 15 ადამიანის ევაკუაცია მოხდა.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. წინასწარი ინფორმაციით, სახლში ბუნებრივი აირი აფეთქდა. პარიზში, 13 სექტემბერს მომხდარი ტერაქტის შემდეგ ბელგიაში უსაფრთხოების დამატებითი ზომებია მიღებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები