დიღომში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა

დიღომში, ყოფილი მიონის ქარხანასთან სამი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად სხეულის დაზიანება მიიღო ორმა მგზავრმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები