14 დეკემბერი
11:00
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი, „პირველ პრესკლუბში“, შეწყალების კომისიისა და ამნისტიის შედეგად გათავისუფლებულთა საქმეების მიმართ აგორებულ სკანდალზე, სპეციალურ განცხადებას გააკეთებს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართ. საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:00
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს. ისაუბრებს პატიმართა შეწყალების თემაზე და ასევე სხვა საკითხებზე. მისამართი: ფოთის ქუჩა #15. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
11:30
ექსპერტი, პაატა ბურჭულაძის ფონდის წევრი ხათუნა ლაგაზიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემები: პაატა ბურჭულაძის ფონდის პოლიტიკური გეგმები; პატიმართა შეწყალება და გარკვეული გარიგებები; ცვლილებების საარჩევნო კოდექსში, ოლქების გაყოფა-გაერთიანება; ჩინეთიდან პირველი სატრანზიტო მატარებლის შემოსვლა საქართველოში და სხვა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: ფოთის ქუჩა #15. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
13:00
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტს შორის ტექნიკური დახმარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდება. მის: დიღმის მასივი ახმეტელის 10ა, (ყოფილი კინოსტუდიის შენობა), მე-3 სართული
17:00
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში საგამოფენო-საგანმანათლებლო პროექტი ,,აკაკი წერეთელი – ბედნიერი ნიჭის შემოქმედი’’ აკაკის საიუბილეო წლის აღსანიშნავად იხსნება.