“პირადად გამოვცადე ინდოეთში ადგილობრივი მედიკამენტები და ეფექტურად იმოქმედა”

ჯანდაცვის სამინისტრომ ფარმაცევტულ ბაზარზე შექმნილი პრობლემების დარეგულირების მიზნით, ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება და ბაზარზე მათი წილის გაზრდა დაასახელა.
ექსპერტთა ერთი ნაწილი იწონებს ინიციატივას და აღნიშნავს, რომ პროექტის წარმატებულად განხორციელებისთვის აუცილებელია, საზოგადოების ინფორმირება ჯენერიკების თაობაზე.
ზოგიერთი კი, განმარტავს, რომ სანდოობის მიზნით, აუცილებელია სამინისტროს მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლის გამკაცრებაზეც იზრუნოს. ნევროლოგი და ოჯახის ექიმი ნატო შენგელია ჯენერიკ მედიკამენტების სანდოობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ის ენდობა და პრაქტიკაშიც ხშირად იყენებს ჯენერიკებს.
“როდესაც დარწმუნებული ვარ, რომ ჯენერიკი კარგი ხარისხისაა, შემიძლია ვთქვა, რომ თითქმის გათანაბრებული მაქვს ბრენდულ პრეპარატთან. დღეს სრულიად დასაშვებია ჯენერიკების გამოყენება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პაციენტს უჭირს ბრედნული მედიკამენტის შეძენა. პირადად, ჩვეულებრივ ვწერ ჯენერიკებს დანიშნულებაში, თუმცა არსებობს ზოგიერთი ისეთი ჯენერიკი, რომლის ხარისხშიც დარწმუნებული არ ვარ და ასეთ დროს უპირატესობას ბრენდს ვანიჭებ. ჯენერიკების ხარისხში დაწმუნება კი ხდება პრაქტიკიდან გამომდინარე. როდესაც ესა თუ ის დასახელება უმრავლეს შემთხვევაში, დადებით შედეგს მაძლევს დაავადების მკურნალობისას, ეს მიდგომა ბუნებრიავია”, – განმარტავს ოჯახის ექიმი.
მისივე თქმით, ჯენერიკების ხარისხს არ განსაზღვრავს მწარმოებელი ქვეყანა და მიაჩნია, რომ ინდური წარმოების იმედიკამენტების მიმართ, სკეპტიკური განწყობაა და ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს.
“ინდოეთში ძალიან ბევრ ფრანგულ და ბრიტანულ ფარმაცევტულ კომპანიებსაც აქვთ ქარხნები. არ აქვს მნიშვნელობა სად არის წარმოებული წამალი – ინდოეთში, ეგვიპტეში თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, მთავარია მწარმოებელი კომპანია იყოს კეთილსინდისიერი და სანდო”. აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა, ფონდი ,,ღია საზოგადოება საქართელოს“ წარმომადგენელი, მარი ჩოხელიც: „მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა არამარტო სიძვირის, არამედ ფიზიკური ხელმისაწვდომობის სირთულის გამო რჩება ერთ–ერთ გამოწვევად ჯანდაცვის სისტემისათვის. ძალიან ძვირია ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები. სახელმწიფო დაზღვევა თუ სხვა პროგრამები ნაწილობრივ ფარავს სრულად. პრობლემის მაშტაბურობიდან გამომდინარე, ადვოკატირებას ვუწევდით თავის დროზე ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას. დღესდღეობით, როგორც მოვისმინე, სახელმწიფოს პოზიცია ასეთია, რომ მედიკამენტების გაიაფება ჯენერიკ მედიკამენტების ჩანაცვლების გზით მიღწევადია. თუმცა დღეს, საქართველოს ფარმა ბაზარი გაჯერებულია ჯენერიკ მედიკამენტებით და რა სახის ჩანაცვლებაზე საუბარი? ზოგადად გენერიკებიც განიხილება სხვადასხვა ჯფუგებად – ბრენდულად და არაბრენდულად. როგორ მოხდება ავტორიზაცია და ხარისხის კონტროლი ეს სახელმწიფოს პრეროგატივაა. აქვე შეიძლება აღინიშნოს, რომ ის ჯენერიკ მედიკამენტები, რომლებიც დღეს უკვე არსებობს ჩვენს ფარმაცევტულ აფთიაქებში, საკმაოდ ძვირია სხვა ქვეყნებთან შედარებით. ზოგადად მსოფლიოს ტენდენცია ამ სახის, თუ გადავხედავთ სტატისტიკას, დავინახავთ, რომ განვითარებული ბაზარი ცდილობს ჩაანაცვლოს არსებული ბრენდული მედიკამენტები ჯენერიკით, რათა ფასი შემცირდეს, თუმცა ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ხარისხის კონტროლს. რა მექანიზმებით მოხდება მასზე, კონკრეტულ სტრატეგიაზე ჯანდაცვის სამინსიტრო უკვე მუშაობს და ველოდებით. აუცილებელია, რომ საბოლოო ჯამში მივიღოთ ხარჯთეფექტური მედიკამენტები და არა იაფი და უხარისხო“.
ფონდის წარმომადგენელი მედიკამენტების რეესტრის აუცილებლობაზეც მიანიშნებს, სადაც როგორც მოქალაქეებს, ისე ექიმებს ექნებათ კონკრეტული მედიკამენტის და მისი ჯენერიკის გადამოწმების შესაძლებლობა, და რომელიც დაყოფილი იქნება კლასიფიკატორის მიხედვით:
„ლაპარაკია, ბაზარზე ინდური ჯენერიკების არსებობაზე, ამ საკითხში ვფიქრობ სამინისტროს აკისრია დიდი როლი, რომ როგორც ექიმებამდე, ისე მოსახლეობამდე მიიტანოს სწორი ინფორმაცია. ეს საუკეთესო ვარიანტია, რაც არსებობს ამ მიმართულებით. ინდურ ჯენერიკებზე ინფორმაციის სწორად მიწოდებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ინდოეთი ერთ–ერთი სერიოზული მოთამაშეა დღესდღეობით. ინდურ ფარმა ბიზნესში არსებობენ საკმაოდ მსხვილი და მაღალკვალიფიციური მწარმოებლები. მთავარი არის ხარისხი და მედიკამენტების კლასიფიკაცია. კონტროლს როგორ აპირებს სახელმწიფო, ეს არის მნიშვნელოვანი და უმთავრესი. თუ ბაზარზე დარეგისტრირდა, მაგალითად, 200 ჯენერიკი და მათ შორის 10 უხარისხოა, დამერწმუნეთ, თუ არ განხორციელდა კონტროლი, 10 უხარისხო მეტ უნდობლობას გამოიწვევს მოსახლეობაში ყველა დანარჩენის მიმართ. მომხმარებლის უფლებაა იცოდეს, რა ტიპის მედიკამენტში იხდის ფულს. მეტი საჯაროობა და მეტი ინფორმირებულობა არის საჭირო“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები