დავით ჭოჭუა გარდაიცვალა

საგარეო საქმეთა სამინისტრო ღმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა დავით ჭოჭუა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დავით ჭოჭუას სახით საქართველომ დიდი პატრიოტი დაკარგა.
„ჩვენი უსაყვარლესი მეგობარი დათო ჭოჭუა აღარ არის ჩვენთან. ძალიან დაგვამძიმა ცნობამ მისი გარდაცვალების შესახებ. გამორჩეული ადამიანი, კეთილშობილი, ერთგული, უაღრესად ნიჭიერი. ყველას დაგვაკლდება – მის კოლეგებს, მეგობრებს, უამრავ სტუდენტს. ძალიან უყვარდა თავისი სამშობლო, ჩვენ დავკარგეთ კიდევ ერთი პატრიოტი, რომელიც ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებდა თავისი ქვეყნისთვის. ნათელში იყოს მისი სული. ჩვენი ფიქრები დათოსთანაა,“ – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები