ზუგდიდში მამაკაცმა “საქართველოს ბანკის” დაყაჩაღება სცადა – ის ადგილზე დააკავეს

ზუგდიდში, ქალაქის ცენტრში, ნიღბიანი მამაკაცი “საქართველოს ბანკის” ექსპრესფილიალში შეიჭრა და იარაღის მუქარით მოლარეს თანხა წაართვა.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მამაკაცმა ბანკიდან თანხის გატანა ვერ მოასწრო და სამართალდამცველებმა ის ადგილზე დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები