კონფერენცია -„ადგილობრივი თვითმმართველობა – საუკეთესო პრაქტიკა 2015“ გაიმართა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე “ქორთიარდ მერიოტში” კონფერენციას სახელწოდებით -„ადგილობრივი თვითმმართველობა – საუკეთესო პრაქტიკა 2015“ დაესწრნენ, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახსნა. ირაკლი ღარიბაშვილმა კონფერენციის მნიშვნელობასა და მიზნებზე ისაუბრა და ჩატარებული სამუშაოებისთვის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, კონფერენციაზე, რომლის მიზანი 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ მუნიციპალიტეტების მიერ დანერგილი საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაა, სპეციალური კომისიის მიერ შერჩეული 10 საუკეთესო პრაქტიკის პრეზენტაცია თავად მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა წარმოადგინეს. ღონისიძიება, რომელზე სიტყვით დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, ასევე ევროკავშირის ელჩი საქრთველოში იანოშ ჰერმანი და სხვა გამომსვლელები გამოვიდნენ, კითხვა-პასუხის რეჟiმში გაგრძელდა და მუნიციპალიტეტების დაჯილდოებით დასრულდა. კონფერენციას საქართველოს მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. ღონისძიება “ქორთიარდ მერიოტში” საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტისა და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები