დავით ნარმანია თბილისში ცათამბჯენის მშენებლობის საკითხს ეხმაურება

თბილისში, ალექსიძის ქუჩაზე დაწყებულ მშენებლობასთან დაკავშირებით, მერიის შესაბამისი სამსახური მუშაობს, – აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გააკეთა.
“ამ საკითხზე მერიის შესაბამისი სამსახური მუშაობს, რომ მოსახლეობის ჩართულობით მოხდეს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება და კონსენსუსი იქნას მიღწეული”, – განაცხადა ნარმანიამ.
შეგახსენებთ, რომ ალექსიძის ქუჩაზე ცათამბჯენის მშენებლობა იგეგმება, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები