ნონა გაფრინდაშვილი მსჯავრდებულებს შეხვდა

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ჭადრაკში ნონა გაფრინდაშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 და N12 პენიტენციურ დაწესებულებებს სტუმრობდა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, 
მსოფლიოს ჩემპიონმა მსჯავრდებულებთან შეხვედრისას ჭადრაკი ითამაშა. ასევე, მათ ქართული ჭადრაკის ისტორია გააცნო და საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარა.
ნონა გაფრინდაშვილმა სასჯელაღსრულების სისტემაში ბოლო პერიოდში გატარებული რეფორმები პოზიტიურად შეაფასა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მსჯავრდებულებს შესაძლებლობა ეძლევათ, შეხვდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს და მოისმინონ მათი საქმიანობის შესახებ.
,,ნანახით კმაყოფილი დავრჩი. მისასალმებელია, რომ მსჯავრდებულებს შესაძლებლობა ეძლევათ, დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიას, ასევე, შეხვდნენ საზოგადო მოღვაწეებს. მსჯავრდებულებს თითქმის ერთი-ერთზე ვეთამაშებოდი და გამარჯვების შანსი არ ჰქონდათ, თუმცა წაგება და მოგება ძმები არიან. ვფიქრობ, შეხვედრა კარგად ჩატარდა “, – განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა.
ნონა გაფრინდაშვილმა სასჯელაღსრულების N16 დაწესებულებაში სტუმრობისას შენობაში არსებული ბიბლიოთეკა და კომპიუტერული ოთახიც დაათვალიერა. ასევე, მსჯავრდებულების ხეზე ნაკვეთ ნამუშევრებს გაეცნო.
მსჯავრდებულების თქმით, ნონა გაფრინდაშვილთან შეხვედრა მათთვის დიდი სტიმულია. მათ იმედი გამოთქვეს, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება.
შეხვედრა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით, მსჯავრდებულების/ბრალდებულების რეაბილიტაცია-რესოზილიზაციის ფარგლებში განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები