“პოზიციის“ ორგანიზებით სტუდენტებისთვის სემინარი ჩატარდა
სასტუმრო „ვეძისის” საკონფერენციო დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის“ ორგანიზებით, სტუდენტებისთვის სემინარი გაიმართა, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.
როგორც „კვირას“ „პოზიციიდან“ აცნობეს, სტუდენტებისთვის სემინარი ბულგარეთის ელჩის მდივანმა, იასენ ტომოვმა ჩაატარა.
„ახალგაზრდები დაინტერესდნენ ბულგარეთში არსებული სწავლის სისტემით და გაცვლით პროგრამებზე მიიღეს საინტერესო ინფორმაცია. სემინარზე, რომელიც ინგლისურ და რუსულ ენებზე წარიმართა, წარმოდგენილნი იყვნენ თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის, თბილისის საავიაციო უნივერსიტეტის და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. „პოზიციას“ ხელმძღვანელმა გურამ ადამაშვილმა სტუდენტებს არასამთავრობო ორგანიზაცია წარუდგინა და მისი ხედვები, მიზნები გააცნო, რა დროსაც ახალგაზრდები დაინტერესდნენ „პოზიციის“ საქმიანობით და პროექტის ფარგლებში შემდგომ სემინარზე დასწრების სურვილიც გამოთქვეს“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.