სიღნაღში, ბიზნესმენის სახლში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

სიღნაღში, ამერიკელი ბიზნესმენის, ჯონ ვუერდმანის სახლში გაჩენილი ხანძარი, რომელიც შემდგომ მეზობელ შენობებზეც გავრცელდა, ლოკალიზებულია. როგორც “კვირას“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დამწვარია 500 კვადრატული მეტრის ფართობი.
ბოლო მონაცემებით, ხანძრის ლოკალიზებას  18 სახანძრო-სამაშველო ერთეული ცდილობდა. ადგილზე სიღნაღის სახანძრო-სამაშველო სამსახურთან ერთად, კახეთის რეგიონის სხვადასხვა რაიონებიდან დამხმარე ბრიგადები გამოიძახეს. ცეცხლი მეზობელ სახლებზეც გადავიდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები