ზვიად ქორიძემ გამოძიებას პარლამენტის დეპუტატებზე, საჯარო პირებსა და ადვოკატებზე მიაწოდა ინფორმაცია

რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობა ადვოკატთან ერთად დატოვა. ზვიად ქორიძის განცხადებით, მან პროკურატურაში კონკრეტული სახელებისა და გვარების შესახებ ისაუბრა. მისივე თქმით, მან გამოძიებას პარლამენტის დეპუტატებზე, საჯარო პირებსა და ადვოკატების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
“ჩვენ ბუნებრივია დღეს კონკრეტულ ფაქტებზე, სახელებსა და გვარებზე ვისაუბრეთ. ზეწოლის ფაქტები ჩემთან დაკავშირებით არ ყოფილა, მაგრამ იმ ფაქტებზე, რაზეც ალეკო ელისაშვილი საუბრობდა, არაჯანსაღი ინტერესი შემდეგაც გაგრძელდებოდა. ბუნებრივია, მე მქონდა გარკვეული ინფორმაცია და შემეძლო ეს ინფორმაცია გამოძიებისთვის მიმეწოდებინა. სწორედ ამაზე მქონდა დღეს საუბარი”, – აღნიშნა ზვიად ქორიძემ.
მთავარმა პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ზეგავლენით ვაჭრობას გულისხმობს, გამოძიება რამდენიმე დღის წინ დაიწყო. აღნიშნულის საფუძველი შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის განცხადება გახდა, რომლის ინფორმაციითაც, “ქართული ოცნების” ზოგიერთი მაღალჩინოსანი კონკრეტული პატიმრების შეწყალებით არის დაინტერესებული, რის გამოც ისინი შეწყალების კომისიის თავმჯდომაროების პერიოდში მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები