რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთვის ჯილდო გადაეცა

სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) და „ფონდმა ღია საზოგადოება – საქართველომ“ 2010-2015 წლებში საქართველოში ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია გამართეს.
ღონისძიებაზე ყველაზე ღია და ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებები დასახელდა. საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, 2015 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის, სპეციალური ჯილდო გადაეცა და ერთ-ერთ ღია საჯარო დაწესებულებად დასახელდა. ჯილდოები გადაეცათ, ასევე, სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს და სამინისტროს სსიპ-ს „ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრს“.
IDFI-ს სიგელი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გადაეცა ყველა იმ უწყებას, რომლებმაც პროექტის ფარგლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი აჩვენეს. დასახელდა ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებებიც. კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით კვლევა ასახავს საქართველოში არსებულ ვითარებას და სრულ წარმოდგენას ქმნის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის არსებულ პრაქტიკასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები