ნინო გიორგობიანი: მისამართი შეეშალა ბატონ ხაბეიშვილს

მისამართი შეეშალა ბატონ ხაბეიშვილს – ასე ეხმაურება სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო გიორგობიანი “მედიატორის” დამფუძნებლის ლევან ხაბეიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოსდა, სამგორის გამგებელი სუს-ის უფროსს ვახტან გომელაურს პირადად ულაგებს ეზოს.
“მისამართი შეეშალა ბატონ ხაბეიშვილს“, – წერს ნინო გიორგობიანი ფეისბუქის პირად გვერდზე.
არასამთავრობო ორგანიზაცია “მედიატორის“ დამფუძნებელმა დღეს სოციალურ ქსელში ფოტოები განათავსა შემდეგი წარწერით: „გამგებელი მამუკა ჩოქური ეზოს პირადად ულაგებს სუს-ის უფროსს ვახტანგ გომელაურს“. როგორც ირკვევა, ვახტანგ გომელაური ხაბეიშვილის მიერ დასახელებულ მისამართზე არ ცხოვრობს.
ხაბეიშვილის მიერ ატვირთული ფოტოები თავდაპირველად “თბილსერვის ჯგუფმა“ განათავსა. ფოტოებს თან ახლავს ოფიციალური ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ “თბილსერვის ჯგუფის” ორგანიზებით ვარკეთილის I-მიკრორაიონში 25-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა. დასუფთავების აქციაში “თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომლები, სამგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი მამუკა ჩოქური და გამგეობის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები