შს მინისტრი მესაზღვრეებს პროფესიულ დღეს პირადად მიულოცავს

   შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე და სასაზღვრო პოლიციის დირექტორი ზურაბ გამეზარდაშვილი მესაზღვრეებს პროფესიულ დღეს ხვალ პირადად მიულოცავენ,- ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს. მესაზღვრეების პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება წითელ ხიდზე, სასაზღვრო პოლიციის მესამე სამმართველოში გაიმართება. მესაზღვრეების დაჯილდოებას სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები, მათ შორის, საქართველოს შსს-ს, აშშ-ის საელჩოს, ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს, ევროკავშირის, გაეროს განვითარების ფონდის, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, საფრანგეთის, თურქეთის, ლატვიისა და უკრაინის სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები დაესწრებიან. ღონისძიება ხვალ 10:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები