ჰონდურასში ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი მოკლეს

ჰონდურასში დაუდგენელმა პირმა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი არნოლდ პერალტა მოკლა. მკვლელობა ქალაქ ლე-სეიბეს სიახლოვეს მოხდა. პერალტას ცხედარი სავაჭრო ცენტრის ავტოსადგომზე, მრავალრიცხოვანი ცეცხლსასროლი ჭრილობებით აღმოაჩინეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
თვითმხილველების თქმით, მკვლელი მოტოციკლით გადაადგილდებოდა. ის დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. მკვლელის ვინაობა პოლიციამ ჯერჯერობით ვერ დაადგინა. პერალტამ ეროვნულ ნაკრებში 24 მატჩი ითამაშა. ის 2012 წელს ლონდონის ოლიმპიადაზე და ბრაზილიაში 2014 წლის ჩემპიონატში მონაწილეობდა. გაეროს მონაცემებით, მკვლელობების რაოდენობით ჰონდურასი მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები