11 დეკემბერი
10:30
2030-ის წევრი, ეკონომისტი მიხეილ დუნდუა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: როგორი იქნება ინფლაციის მაჩვენებელი 2016 წელს. მისამართი: ფოთის ქუჩა #15. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
11:00
“პირველ პრესკლუბში” პოლიტოლოგი ვალერი გელბახიანი ბრიფინგს გამართავს. თემა: გაზპრომი, რუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევა. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
11:00
„გაერთიანებული დემოკრატების“ წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მათ შორის, ისაუბრებს პატიმართა შეწყალების თემაზე და დაწყებულ გამოძიებაზე. მისამართი: ფოთის ქუჩა #15. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
11:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში პოლიტპატიმრები დავით მეფარიშვილი, შოთა იამანიძე და ივიკო გაჩეჩილაძე სპეციალურ განცხადებას გააკეთებენ. თემა: მიზანმიმართული დისკრედიტაცია პოლიტპატიმართა მიმართ
11:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: ვიზალიბერალიზაცია, რუსეთის მხრიდან საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევა.
E1
11:45
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე „ბანკ რესპუბლიკის“ სათაო ოფისში ელექტრონული ხელმოწერის პროექტის დანერგვას დაესწრება. მისამართი: ატენის 2
12:00
“პირველ პრესკლუბში” „დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: მათი პარტიის შემოწირულობები და სხვა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:00
ივერიონის პრესკლუბის სტუმარია პოლიტოლოგი ჯამბულ კირვალიძე. თემა: თავდაცვის მინისტრის განცხადებები და მიმართვა მთავრობას. მისამართი: კოსტავას 6 პირველი სადარბაზო. 3 სართ.
12:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „ახალი მემარჯვენეების“ პოლიტიკური მდივანი მანანა ნაჭყებია ბრიფინგს გამართავს. თემა: რუსეთის მხრიდან საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევა, ინციდენტი დედოფლისწყაროში, ალეკო ელისაშვილის განცხადება.
12:00
მართლმსაჯულების სახლში „სტუდენტთა გაცვლითი სამუშაო პროგრამების„(STEP) პრეზენტაცია გაიმართება. მემორანდუმები გაფორმდება ELSA საქართველოსა და პოტენციურ პარტნიორ ორგანიზაციებთან: ა(ა)იპ „საქართველოს იურისტთა ეროვნული ასოციაცია“(GLNA), ა(ა)იპ “საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის” (GLIP),საქართველოს აეროპორტების გაერთიანება(UAG) და საერთაშორისო იურიდიული ბიუროში(LBC Group).მის: იუსტიციის უმაღლესი სკოლა, მართლმსაჯულების სახლი, ნოდარ ბოხუას ქუჩა N 19, ღმაშენებლის ხეივანი მე-10 კილომ.
12:00
NEW
გაიმართება მედიაპლატფორმა „კომერსანტ ქლაბ“-ის ფორუმი თემაზე: ფინანსური სტაბილურობა და ინფლაციური რისკები. ფორუმში მონაწილებას მიიღებენ: „თსუ ანალიზის და პროგნოზირების ცენტრი“, „საქართველოს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“, და ეკონომიკის სფეროს სპეციალისტები. ფორუმის ორგანიზატორია მედია ჯგუფი „კომერსანტი“. მის: „ბიზნეს ცენტრ თბილისი“ (სპორტის სასახლის უკან, სასატუმრო „ბესტ ვესთერნი“) აფაქიძის ქ. 11.
13:00
არასამთავრობო ორგანიზაცია “ქართველ სომეხთა კავშირი” ა/წ საქველმოქმედო აქციის ფარგლებში ნინოწმინდის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშთა პანსიონატს, ახალი 2016 წლის დადგომასთან დაკავშირებით, საჩუქრად საკვებ პროდუქტებს და საყოფაცხოვრებო ტექნიკას ჩაუტანს
13:00
„მემარცხენე ალიანსი“ ინიციატივებით გამოდის – ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის მიზნით შეიქმნას ახალი კოლეგიალური მმართველობითი სტრუქტურა, გაერთიანდეს უშიშროებისა და კრიზისების მართვის საბჭოები, რის თაობაზეც პარტიის პოლიტიკური მდივანი პაატა ჯიბლაძე „მემარცხენე ალიანსის“ ოფისში ბრიფინგს გამართავს. მის.: ი. ხვიჩიას 17.
13:00
საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია აწყობს კონფერენციას ევროინტეგრაციის საკითხებზე პროექტის ფარგლებში „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება საქართველოსა და უკრაინისთვის“. მის: სასტუმრო „ძველი თბილისი“.
13:30
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი ქვიშიანას მთაზე (სოფ. ნორიო, გარდაბნის რაიონი) „საქაერონავიგაციის“ მიერ დამონტაჟებულ ახალ მეტეორადიოლოკატორს დაათვალიერებს.
E1
15:00
პროფესიული განათლების პროფესიული კავშირის თავმჯდომარე დენის დავითაშვილი პროფესიულ განათლებაში არსებული ნაკლოვანებების შემსწავლელი კომისიის სხდომაზე 2015 წლის განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ჩატარებული მუშაობის განხილვაში მონაწილეობას მიიღებს. მის: ჭავჭავაძის გამზირი17ბ, ტელეკომპანია ახალი საქართველო, საკონტაქტო: 599 57 20 55
15:00
მწერლის სახლში, მაჩაბლის 13-ში, გაიმართება პოეტ გურამ ჯანიაშვილის წიგნის პრეზენტაცია. ბატონი გურამი არის აფხაზეთის ომის მონაწილე და ვახტანგ გორგასლის ორდენოსანი. ღონისძიებაში მონაწილეობენ ხალხური ანსამბლები. შესრულებული იქნება გურამ ჯანიაშვილის ლექსზე შექმნილი სიმღერა.
15:00
მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.