მარკ ცუკერბერგი მუსულმანებს იცავს

აშშ-ში დონალდ ტრამპის მხრიდან მუსულმანებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების ირგვლივ ამტყდარი სკანდალის ფონზე, ფეისბუქის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი მუსულმანური სარწმუნოების მქონე პირების დასაცავად გამოვიდა.
„მინდა მივმართო ყველა მუსულმანს, ვინც ფეისბუქშია დარეგისტრირებული, რომ თქვენი აქ ყოფნით ყველა მოხარულია. ჩვენ ჩვენი უფლებებისთვის ერთობლივად ვიბრძოლებთ და სოციალურ ქსელში მეგობრულ ატმოსფეროს შევქმნით“, – დაწერა ცუკერბერგმა.
მილიარდერის თქმით, ვიდრე ადამიანები ერთად არიან და ერთმანეთში კარგს ხედავენ, შესაძლებელია უკეთესი მსოფლიოს აშენება დედამიწის მთელი მოსახლეობისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები