რუსი სპორტსმენები 2016 წლის ოლიმპიადაზე, დიდი ალბათობით, ვერ იასპარეზებენ

მსუბუქი ათლეტიკის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა ლორდ კოუმ განაცხადა, რომ თუ რუსეთი რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ვარჯიშის წესებს და დოპინგზე შემოწმებას ასოციაციის წესებში არ მოაქცევს, რუსი სპორტსმენები ამ შეჯიბრში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ლორდ კოის თქმით, რუსეთმა უნდა დაამტკიცოს, რომ სპორტმენებს შეუძლიათ ვარჯიში და გამოსვლა „ზეწოლისგან თავისუფალ“ გარემოში და შეძლებს თუ არა მოსკოვი ოლიმპიადამდე ამის გაკეთებას, მხოლოდ მასზეა დამოკიდებული“.
დაახლოებით ერთი თვის წინ ანტიდოპინგურმა სააგენტომ შეჯიბრიდან გაურკვევლი ვადით რუსეთის ჩამოშორების გადაწყვეტილება მიიღო. მანამდე კი საერთაშორისო ანტოდოპინგურმა სააგენტომ რუსეთის მსუბუქი ათლეტიკის ფედერაციას უფლებამოსილება შეუჩერა სპორტსმენების მიერ დოპინგის გამოყენებასთან დაკავშირებული რეგულარული დარღვევების გამო. ამ გადაწყვეტილების შემდეგ რუსეთის მონაწილეობა რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაში შეუძლებელი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები