სააკაშვილი მის წინააღმდეგ რადის დეპუტატის ბრალდებების გამოძიებას ანტიკორუფციულ ბიუროს სთხოვს

ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ უმაღლესი რადის დეპუტატის, დიმიტრი გოლუბევის მხრიდან გამოთქმული ბრალდებების გამოძიების თხოვნით, ის უკრაინის ანტიკორუფციულ ბიუროს მიმართავს. ამის შესახებ სააკაშვილმა ფეისბუქის გვერდზე დაწერა.
სააკაშვილმა ყურადღება გაამახვილა რადის მეორე წევრის – სერგეი ლეშენკოს განცხადებაზე, რომ გოლუბევის ბრალდებების მიზეზი მის მიერ ოდესაში ნაყიდი უძრავი ქონების საკითხზე ოლქის პროკურატურის მიერ დაწყებული შემოწმებაა.
სააკაშვილი წერს, მას დიდი ხანია ეჭვი აქვს, რომ ოდესაში პრივატიზების საკითხებში მაქინაციებით ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები არიან დაკავებულები.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის უმაღლესი რადის წევრმა დიმიტრი გოლუბევმა მიხეილ სააკაშვილი ანტიტეორისტული ოპერაციის ფონდის თანხების გაფლანგვაში დაადანაშაულა. დეპუტატის თქმით, ეს ფული ბანკეტებზე, პირადი ავტომობილების შეძენასა და რომიდან და თბილისიდან მომღერლების დაპატიჟებაზე იხარჯება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები