ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდები დაშავდნენ

  ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს. როგორც შს სამინისტროში განმარტავენ, მსუბუქი ავტომობილი, სადაც ოთხი ახალგაზრდა იჯდა, ამოტრიალდა. მათ სხეულზე მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ. ისინი სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები