სააკაშვილი ჟვანიას საქმეზე – ყველაფერი გამოძიებულია

  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ცხედრების ფოტოების გავრცელებით ხელისუფლებას თემით სპეკულაციაში ადანაშაულებს. როგორც სააკაშვილმა ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ექსპრემიერის გარდაცვალების ფაქტი მისი ხელისუფლების პირობებში უკვე გამოძიებულია.
“ყველაფერი გამოძიებულია, მათ შორის უცხოეთში, ყველამ კარგად იცის ყველაფერი, მათ შორის საერთაშორისო არენაზე, ძალიან კარგად იციან და ტყუილა ჰგონია ვიღაცას, რომ საერთაშორისო არენაზე და თუნდაც საქართველოს შიგნით ბნელა. ეს ყველაფერი ისედაც გარკვეულია. ნუთუ არ გვესმის, რა ვითარებაში იმყოფება საქართველო, რა კონკრეტული რისკებია დღეს და ჩვენ ვაპირებთ, ეს რისკები და მდგომარეობა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ჩვენი წვრილმანი, პოლიტიკური მდაბიო, ღვარძლიანი ამოცანები განვახორციელოთ?! ესაა ამოცანა დღეს საქართველოსი?! ასეთმა მიდგომამ საქართველო დაღუპა მრავალჯერ. ასეთი მიდგომის გამო საქართველო მრავალჯერ მოხვდა დამპყრობლის ხელში. რამდეჯერ უნდა გაიმეოროს საქართველომ ერთი და იგივე შეცდომა?! რამდენეჯერ ვერ უნდა დავდგეთ ჩვენი პირადი ბოღმის, შურისძიების, ღვარძლის ზემოთ და არ ვიფიქროთ ჩვენს ქვეყანაზე?!”, – განუცხადა სააკაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები