„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მიმდინარე აქციაზე ინციდენტი მოხდა
ინციდენტი მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მიმდინარე აქციაზე. სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით 2 აქტივისტი დააკავეს. მიზეზი ოპოზიციური პარტიის შენობაზე წარწერების გაკეთების მცდელობა გახდა.
„მკვლელების ორგანიზაცია“, – ამ სახელწოდების აქციაში 200-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი მონაწილეობდა. აქციის მონაწილეებმა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამოძების დაჩქარება და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების გასამართლება მოითხოვეს.