კახა კალაძე „გაზპრომის“ ხელმძღვანელს შეხვდება
ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე “გაზპრომის” ხელმძღვანელთან – ალექსეი მილერთან დღეს მორიგ სამუშაო შეხვედრას გამართავს.
ენერგეტიკის სამინისტროს ინფრორმაციით, შეხვედრა ლუქსემბურგში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ მინისტრის წინა შეხვედრა “გაზპრომის” ხელმძღვანელობასთან მილანში გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა არსებული ტრანზიტის მომსახურების ხელშეკრულების გაგრძელებისა და სხვა ტექნიკური ხასიათის საკითხები, აგრეთვე, ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობების მოწოდების შესაძლებლობა და პირობები განიხილეს.
მხარეებს შორის მოლაპარაკება დეკემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.