ანაკლიის პორტთან დაკავშირებით წინადადებების მიღება 14 დეკემბერს დასრულდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ბოლო და საუკეთესო წინადადებების მიღება 14 დეკემბერს დასრულდება.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ის მიემგზავრება ჩინეთში, სადაც გაიმართება ეკონომიკური კომისია და აღნიშნულ კომისიაზე ერთ-ერთი საკითხი სწორედ ანაკლიის პორტი იქნება. “14 დეკემბერს დასრულდება ბოლო და საუკეთესო წინადადებების შემოტანა. მე დღეს მივფრინავ ჩინეთში ეკონომიკური კომისის გასამართად და ერთ-ერთი საკითხი ეკონომიკურ კომისიაზე გვექნება ანაკლიის პორტი, სადაც პოლიტიკური თვალსაზრისით ჩინურმა მხარემ, გვსურს, რომ კიდევ ერთხელ დაგვიდასტუროს მათი ინტერესი აღნიშნულ პროექტში მონაწილეობაზე”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები