ჟურნალ „ფანტასტის“ მორიგი ნომრის პრეზენტაცია გაიმართება

8 დეკემბერს, 18:00 საათზე “მწერალთა სახლში” ლიტერატურული ჟურნალის, “ფანტასტის” მეორე ნომრის პრეზენტაცია გაიმართება. ჟურნალში გამოქვეყნებულია ჰოვარდ ლავკრაფტის, ასევე ქართველი ავტორების მიერ შექმნილი ფანტასტიკის ჟანრის ნაწარმოებები.
კლუბი „ფანტასტი“ 2014 წლის სექტემბრიდან არსებობს (მიმდინარე წლის მარტში ოფიციალური სტატუსი მიიღო) და ფანტასტიკის რამდენიმე ათეულ მოყვარულს – ძირითადად, ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს აერთიანებს. ჟურნალის პირველი ნომერი მაისის ბოლოს გამოვიდა. კლუბის დამფუძნებლისა და ჟურნალის მთავარი რედაქტორის, მწერალ ირაკლი ლომოურის განცხადებით, „ფანტასტი“ ლიტერატურული სახელოსნოს ფუნქციას ასრულებს: „ესაა სასწავლო-შემოქმედებითი სტუდია, სადაც ახალბედა ფანტასტების დაოსტატება ხდება. მათ ნაწერებს ერთობლივად ვარჩევთ და საუკეთესოებს ვაქვეყნებთ კიდეც. სწორედ ამიტომ ვერასოდეს შევეშვებით ამ საქმეს, რადგან ახალგაზრდების ანთებულ თვალებს ვხედავთ.“

333

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები