საფრანგეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ჟურნალ „Charlie Hebdо“–ზე თავდასხმის მსხვერპლთა პატივსაცემად 8 იანვრიდან ქვეყანაში სამდღიანი ნაციონალური გლოვა გამოაცხადა. ამ ინფორმაციას „Agence France-Presse“ ავრცელებს.
ტელეგამოსვლისას ოლანდმა აღნიშნა, რომ ხუთშაბათას შუადღით საფრანგეთის ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში წუთიერი დუმილი გამოცხადდება. „ჩვენი საუკეთესო იარაღი – ჩვენი ერთიანობაა. არაფერს შეუძლია ჩვენი გაყოფა. მოდით გავერთიანდეთ“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ოლანდის განმარტებითვე, ტერაქტის მსხვერპლი „მამაცი ჟურნალისტები“ გახდნენ. მან ყველას შეახსენა, მიუხედავად იმისა, რომ რედაქციის თანამშრომლებს მრავალი წლის განმავლობაში ექმურებოდნენ, ამის მიუხედავად ისინი მაინც აგრძლებდნენ მუშაობას.
„ეს მამაკაცები, ეს ქალბატონი – იდეისთვის, თავისუფლებისთვის დაიღუპნენ. მინდა თანაგრძნობა გამოვხატო მათი ოჯახების მიმართ, ახლობლებს, ყველას, ვინც დაიღუპა და დაიჭრა ამ მუხანათური ტერაქტის შედეგად. დღეს ისინი – ჩვენი გმირები არიან“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა და მოქალაქეებს პირობა მისცა, რომ თავდასხმაში დამნაშავეების მოსაძებნად და დასაკავებლად ყველაფერს გააკეთებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები