დავით ნარმანიას “რედისონთან” აქციით დახვდნენ
დედაქალაქის მერს, დავით ნარმანიას სასტუმრო “რედისონთან” ორგანიზაციების – “სამართლიანი თაობა” და “აპრიორის” წარმომადგენლები აქციით დახვდნენ.
ისინი სასტუმრო “რედისონში” დაგეგმილ დედაქალაქის მერის წლიური ანგარიშის პრეზენტაციას აპროტესტებენ. თბილისის მერი დავით ნარმანია სასტუმრო “რედისონში” საზოგადოების წინაშე ერთი წლის ანგარიშით წარდგება, თუ რა გაკეთდა მისი მერობის დროს 2014 წლის აგვისტოდან 2015 წლის აგვისტოს ჩათვლით. სასტუმრო “რედისონთან” გამართულ აქციაში მონაწილეებს თან აქვთ პლაკატები – “წლის კორუფცია, ნარმანია წლის უუნარო მერი“.