ბორჯომში 10 ბენეფიციარს სამედიცინო ეტლები გადაეცა
ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ განსაკუთრებული საჭიროების მქონე 10 ბენეფიციარს სამედიცინო ეტლები გადასცეს. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ცნობით, სოციალური განყოფილების უფროსმა მიხეილ ხუციშვილმა რამდენიმე ბენეფიციარს ეტლები პირადად სახლში მიუტანა. ამ დროისთვის გამგეობაში ეტლის მისაღებად შესული ყველა განცხადება დაკმაყოფილებულია. ცნობისთვის, საქველმოქმედო აქცია ივნისშიც გაიმართა, რომლის დროსაც არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით, მუნიციპალიტეტმა 16 ბენეფიციარი ეტლებით უზრუნველყო.