ირანმა ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

ირანმა საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. აშშ-ის მაღალჩინოსანთა ინფორმაციით, რაკეტის გაშვება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის დარღვევით მოხდა. ცდები რამდენიმე დღის წინ ჩატარდა. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, რაკეტას ირანის ტერიტორია არ დაუტოვებია. ბალისტიკური რაკეტების გამოცდას ირანს უშიშროების საბჭოს მიერ 2010 წელს მიღებული რეზოლუცია უკრძალავს. ეს წესი მანამდე იმოქმედებს, ვიდრე „ექვსეულსა“ და ირანს შორის გაფორმებული „ბირთვული შეთანხმების“ ძალაში შესვლის შემდეგ თეირანის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები ეტაპობრივი გაუქმდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები