“არ მინდოდა საქართველო ყოფილიყო ქვეყანა, რომლის ორჯერ პრეზიდენტმა მოქალაქეობაზე უარი თქვა”

არ მინდოდა, რომ საქართველო მსოფლიო საერთაშორისო პრეცედენტებში შესულიყო, როგორც ქვეყანა, რომლის 2-ჯერ პრეზიდენტმა, უარი თქვა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში განაცხადა.
როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას წინ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლო აღდგომოდა, თუკი კონსტიტუციას დაარღვევდა.
“ნამდვილად არ ვაპირებ ამის გაკეთებას. ამ ქვეყანაში არის კანონები, მათ შორის სააკაშვილის დროს მიღებული კანონები, ის კანონები მოქმედებს და მე იმ კანონებს ვიცავ. მე არ მინდოდა, რომ საქართველო მსოფლიო საერთაშორისო პრეცედენტებში შესულიყო, როგორც ქვეყანა, რომლის 2-ჯერ პრეზიდენტმა, ცუდმა, კარგმა, ასეთმა, ისეთმა, ასე ფიქრობს, ისე ფიქრობს, მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის ამ შემთხვევაში, თქვა უარი საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე. ეს არ მინდოდა რომ მომხდარიყო, ამით არ მინდოდა, რომ გავმხდარიყავით კიდევ ერთხელ ოდიოზური პრეცედენტის მატარებელი სახელმწიფო”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები