“მე არ ვისურვებდი, რომ ჩვენი ეკლესიის სულიერ ხელმძღვანელს ჰქონდეს შეწყალების უფლება”

საქართველოს ისუტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესის ილია მეორის ინიციატივას ეხმაურება.
როგორც მინისტრი ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნავს, პატრიარქს ჰქონდეს შეწყალების უფლება, ეს საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. მისივე თქმით, ის არ ისურვებდა, რომ ეკლესიის სულიერ ხელმძღვანელს ჰქონდეს შეწყალების უფლება.
“ასეც რომ არ იყოს, მე არ ვისურვებდი, რომ ჩვენი ეკლესიის სულიერ ხელმძღვანელს ჰქოდნეს შეწყალების უფლება, რადგან ამ შემთხვევაში ასევე გიწევს შეწყალებაზე უარის თქმაც. ეს ძალიან დიდ ნეგატივს მიმართავდა პატრიარქისადმი, რასაც მე მას ნამდვილად არ ვუსურვებ. ჩვენ – საერო ხელისუფლება ვართ აქ იმისთვის, რომ მივიღოთ ნეგატივი, როდესაც მოქალაქეს ვეუბნებით უარს”, – განაცხადა წულუკიანმა და აღნიშნა, რომ რაიმე ტიპის ცვლილებები ამ მხრივ საჭირო არ არის.
როგორც ილია მეორემ განაცხადა, პატრიარქს უნდა ჰქონდეს უფლება, შეიწყალოს პატიმრები და ბრალდებულები. “ვფიქრობ, პატრიარქს უნდა ჰქონდეს უფლება, შეიწყალოს პატიმრები და ბრალდებულები. ამაზე ვისაუბრეთ პრემიერ-მინისტრთან და ალბათ პრემიერი დააყენებს ამ საკითხს”, – ბრძანა უწმინდესმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები