არქეოლოგიური მონაპოვარი ღალიის ქართველთა მონასტრიდან

დღეიდან, ექსკლუზიურად „თი-ბი-სი გალერეა“, გიწვევთ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პროექტის წარდგენაზე – „ღალიის ქართველთა მონასტერი კუნძულ კვიპროსზე – არქეოლოგიური მონაპოვარი“, რომელიც საზღვარგარეთ არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და დაცვის ყველაზე მასშტაბური პროექტია. „ღალიის ქართველთა მონასტერი კუნძულ კვიპროსზე – არქეოლოგიური მონაპოვარი“ – ეს არის იმ უნიკალური არტეფაქტების გამოფენა, რომელიც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით კუნძულ კვიპროსზე, ღალიის ქართველთა მონასტერზე (X-XVI სს.) ჩატარებული მრავალწლიანი არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად იქნა აღმოჩენილი.
გალერეა დამთვალიერებელს 7 დეკემბერს, 10:00 საათიდან ელოდება. ღალიის მონასტრის ისტორიული არტეფაქტები „თი-ბი-სი გალერეაში“ 25 დეკემბრამდე დარჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები