ირაკლი ჩარკვიანისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება

15 დეკემბერს, 20:00 საათზე, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, ფონდი „ავტოგრაფი“ წარმოგიდგენთ ირაკლი ჩარკვიანისადმი მიძღვნილ კონცერტს -„ისტორიას დარჩება!“ კონცერტში მონაწილეობენ ცნობილი მუსიკოსები: ნიაზ დიასამიძე, პეჩო, უცნობი, ვაკის პარკი, ნიკა კაჩაროვი, დათო ევგენიძე, ეკო დეისაძე, Sophie Villy, LOUDspeakers-ი, The Window, The Mins-ი, Kung Fu Junkie, MAO, კაკადუ, Jetbird-ი, ჯერონიმო, რობი კუხიანიძე, ქეთათო, გელა ჩარკვიანი. კონცერტისთვის, პირველად ქართულ რეალობაში, სპეციალურად დამზადდა ირაკლი ჩარკვიანის ვირტუალური გამოსახულება (ჰოლოგრამა), რომლის მეშვეობითაც ერთ-ერთ ჰიტს თავად ირაკლი ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები