პრემიერი იეზიდ ხალხს ახალი წლის დღესასწაულს ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში მცხოვრებ იეზიდ ხალხს ახალი წლის დღესასწაულს -“კლოჩე სარე სანეს“ ულოცავს. პრემიერი მათ ოჯახებს მშვიდობას, სიხარულსა და სიყვარულს უსურვებს.
“საქართველოში მცხოვრებ იეზიდ ხალხს ვულოცავ ახალი წლის დღესასწაულს. “კლოჩე სარე სანეს“ ეს უძველესი დღესასწაული გაზაფხულის დადგომის, აღორძინების, რწმენის სიმტკიცისა და ტრადიციების განახლების სიმბოლოა. მშვიდობა, სიხარული და სიყვარული სუფევდეს თქვენს ოჯახებსა და ჩვენს ქვეყანაში“,-აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი მილოცვაში.