ამერიკელი როკმომღერალი გარდაცვლილი იპოვეს

ჯგუფების StoneTemple და VelvetRevolver-ის ამერიკელი როკმომღერალი სკოტ უეილანდი 48 წლის ასაკში ქალაქ ბლუმინგტონში გარდაცვლილი იპოვეს. მომღერალი მონესოტის შტატის ამ ქალაქში ტურნეში იმყოფებოდა. უეილანდი 48 წლის ასაკში გარდაიცვალა. როკვოკალისტის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის რამდენიმე წლის განმავლობაში ნარკოდამოკიდებულებას ებრძოდა. სკოტ უეილანდმა სახელი გაითქვა გასული საუკუნის 90-იან წლებში კალიფორნიულ ჯგუფ Stone Temple Pilots-თან გასტროლების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები